ვინისიუს ჟუნიორი ტრავმირებულია! ბრაზილიელმა ფეხბურთელმა დაზიანება ბოლო ტურში მიიღო, რის გამოც დაახლოებით 3-4 კვირას გამოტოვებს. 24 წლის ფეხბურთელმა ტრავმა მარცხენა ფეხის კუნთზე მიიღო. კარლო ანჩელოტის გუნდის პრობლემები გრძელდება, სამეფო კლუბში ტრავმების ეპიდემიაა.
ვინისიუსი ტრავმის გამო მინიმუმ 6 მატჩს გამოტოვებს — ბრაზილიელი რეალ მადრიდს ლივერპულთან, ხეტაფესთან, ალტეტიკ ბილბაოსთან, ჟირონასთან, ატალანტასთან და რაიო ვალეკანოსთან შეხვედრებში ვერ დაეხმარება.
რეალ მადრიდის შემტევი დიდი ალბათობით მოედანზე საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში დაბრუნდება.