მსოფლიო ყველაზე მასშტაბური სპორტული შეჯიბრის მოლოდინშია. XXXIII ოლიმპიური თამაშებს საფრანგეთის დედაქალაქი 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს.
La Gazzetta dello Sports Georgia
დეტალურად გიამბობთ ქართველი ოლიმპიელების სამზადისისა და მოლოდინის შესახებ.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან დაზუსტებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 8 ქართველ სპორტსმენს აქვს ოფიციალურად ოლიმპიური ლიცენზია:
ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა)
- ლეგენდარული ქართველი ტყვიის მსროლელი კარიერაში მე-10 ოლიმპიადაზე იასპარეზებს, რაც ისტორიული შედეგია. 10 ოლიმპიადაზე ქალს არასდროს უასპარეზია, ამ მაჩვენებლით სალუქვაძე კანადელ ცხენოსანს, იან მილერს გაუთანაბრდება.
ნინო სალუქვაძემ ოლიმპიური ლიცენზია 2023 წელს ევროპულ თამაშებზე, 25 მეტრზე ტყვიის სროლაში საუკეთესო ოთხეულში შესვლით მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ ის ერთადერთი ქართველი ქალი სპორტსმენია, რომელსაც ოლიმპიური თამაშებზე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ნინო სალუქვაძე მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია.




















