საქართველოს ეროვნული ნაკრები, 7 სექტემბერს, 20:00 მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს უმასპინძლებს.
ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრა.
ჩეხეთის შესახებ:
ჩეხეთი ძლიერი გუნდია, სპეციფიკური სტილით თამაშობს. ბევრად კარგად უნდა ვითამაშოთ ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე სასურველი შედეგისთვის.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სასიამოვნო იყო შეხვედრა, თუმცა ასეთი წარმატების შემდეგ გინდა მეტ წარმატებას მიაღწიო და იმედია შევძლებთ წარმატებული ასპარეზობის გაგრძელებას.
ამ გუნდიდან ოცმა ფეხბურთელმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. იციან იმავე შრომასა და პროფესიონალიზმს მოვითხოვ, რაც ბოლო თვეებში გამოავლინეს.
გოგლიჩიძის შესახებ:
რამდენიმე მცველი გამოგვაკლდა. გოგლიჩიძეს ახალგაზრდული ნაკრებიდან ვიცნობთ. ემპოლიში ვნახეთ როგორ ითამაშა. ნაკრებს უნდა შეეჩვიოს და იმედია ჩვენს გუნდში შედეგიანი იქნება.










