ინგლისის ლიგის თასზე ჩელსისთან პენალტების სერიაში გამარჯვების შემდეგ გიორგი მამარდაშვილმა მედიასთან ისაუბრა.
ჟურნალისტი: რა ემოცია დაგიტოვა მოგერიებულმა პენალტმა საკუთარი გულშემატკივრების წინაზე? რა გამოცდილება იყო ეს შენთვის?
მამარდაშვილი: უბრალოდ მინდოდა სიამოვნების მიღება და ეს შევძელი.
ჟურნალისტი: პენალტების სერიით სიამოვნება მიიღე?
მამარდაშვილი: მსურდა უფრო მეტი ბურთი ამეღო, მაგრამ ხანდახან ერთის მოგერიებაც სრულიად საკმარისია.
ჟურნალისტი: ჩვენ დავინახეთ, რომ ჩელსის მეკარე ყოველი დარტყმის წინ ამოწმებდა ფურცელს, სადაც ალბათ ეწერა თუ რომელ კუთხეში აპირებდა ლივერპულის ფეხბურთელი ბურთის დარტყმას - შენ ეს გონებაში გქონდა თუ შენც ნახულობდი?
მამარდაშვილი: მსგავსი ქაღალდი მეც მქონდა, მაგრამ ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა.
ლივერპული ინგლისის ლიგის თასის 1/4 ფინალში ბორნმუთს დაუპირისპირდება. აღნიშნული დაპირისპირება 15 დეკემბერს შედგება.
![[VIDEO] "უბრალოდ მინდოდა სიამოვნების მიღება და ეს შევძელი", - მამარდაშვილი ჩელსისთან გამარჯვების შემდეგ](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FBpisqCSi4tbNfjmDpIh8P2fud3y8gDVq.jpg&w=3840&q=75)










