როგორც გვახსოვს, ვულვერჰემპტონისა და მანჩესტერ იუნაიტედის შეხვედრაში მათეუს კუნიამ სტუმრებს პირდაპირ კუთხურიდან გაუტანა. მისმა შედევრმა მომენტალურად გაგვახსენა ის ლეგენდარული მოთამაშეები, რომლებსაც წარსულში ოლიმპიკო ასევე ჰქონდათ გატანილი. პირველ რიგში გამოსარჩევია ალვარო რეკობა, რომელმაც კუთხურიდან 6 ბურთის გატანა მოასწრო.
ურუგვაელი ყოფილი თავდამსხმელი თავისი გოლების შესახებ ასეთ კომენტარს აკეთებს - "არ აქვს მნიშვნელობა, დგანან თუ არა ფეხბურთელები ძელთან. თუ დარტყმას შევასრულებ ზუსტად, ბურთი კარში მაინც შევა. ბურთის გამოტანა მეტოქეებისთვის ასეთ დროს ძალიან რთულია", - აცხადებს მილანის ინტერის ყოფილი ფორვარდი.
კუთხურიდან ექვსი გოლის გატანა მართლაც შთამბეჭდავი შედეგია, თუმცა 48 წლის ყოფილი თავდამსხმელი ამ მხრივ რეკორდსმენი სულაც არ არის. პირველ პოზიციაზე არის შუქრუ გიულესინი, რომელმაც 1940-1955 წლებში 32 ოლიმპიკო შემოგვთავაზა. სხვადასხვა დროს ის თამაშობდა ლაციოში, პალერმოში, ბეშიქთაშსა და ანკარაგუჯუში.
კუთხურიდან ასევე გაუტანიათ ხუან ერნესტო ალვარესს, ერნსტ ნიკელს, რობერტო კარლოსს, ტიერი ანრის, დევიდ ბექჰემს, რონალდინიო გაუჩოს, ხუან რომან რიკელმეს, მორტენ გამსტ პედერსენს, ხუან კუადრადოს, ჰაკან ჩალჰანოღლუს, კრისტიან პულიშიჩსა და სხვებს.
გერმანულმა სატრანსფერო სააგენტო Transfermarkt.com-მა სერია A-ს მოთამაშეების განახლებული სატრანსფერო ღირებულებები წარადგინა. სიაში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ფროზინონეს ფეხბურთელი გიორგი კვერნაძეც, რომლის სატრანსფერო ფასი გაიზარდა. 23 წლის ვინგერის სატრანსფერო ფასმა…
კილიან მბაპემ გაიხსენა, თუ როგორ აღმოჩნდა ის მოზარდობაში ზინედინ ზიდანის ინიციატივით მადრიდის რეალში. გავიდა თითქმის 15 წელი და ფრანგი ფორვარდი დღეს ბრწყინავს "სამეფო კლუბში", ეროვნულ გუნდში კი მისი დამრიგებელი სწორედ "ზიზუა". "ყველაფერი განვითარდა ფილმის სცენარით - დიდი ხნის წინ…
რეალ მადრიდის ოფიციალურ განცხადებაში, როგორც ვკითხულობთ, ფედერიკო ვალვერდეს მარცხენა კოჭის მესამე ხარისხის დაჭიმულობა დაუდგინდა. დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციით, იყო საშიშროება, რომ ურუგვაელ ნახევარმცველს 2 თვე გაეცდინა, თუმცა ახლა დადასტურდა, რომ დაზიანება მძიმე არ არის და 2…
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე არასრული შემადგენლობით პ…
2026 წელი ქართველი მებრძოლებისთვის UFC-ში მიმდინარეობს წარუმატებლად. ექვსი გამართული დაპირისპირებიდან ჩვენმა თანამემამულეებმა მხოლოდ 1 მოიგეს. საუბარია ლევან ჩოხელის ნოკაუტზე ლეონ შაჰბაზიანთან. რაც შეეხებათ სხვებს, თავის კარიერაში პირველად წააგო ილია თოფურიამაც კი, რომელიც ქამრის…
მილანის მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ლეჩესთან გამარჯვების შემდეგ, მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა. "მანჩესტერ იუნაიტედში დაშვებულ შეცდომებს მილანში ვეღარ გავიმეორებ. თუ გარკვეული სტილით სათამაშოდ საჭირო მახასიათებლები არ გვაქვს, მაშინ შევიცვლებით და განსხვავებულ სტილ…
ლიონელ მესის კარიერაში დაუგროვდა 75 გატანილი ჯარიმა და ახალ რეკორდამდე ის ერთ ნაბიჯში იმყოფება. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მოთამაშეა 1-ელ პოზიციაზე ამჟამად. ნაწილი ლიდერად თვლის ჟუნინიო პერნამბუკანოს (77), ნაწილი კი მარსელინიო კარიოკას (78). ვინც…