ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა მიიღო უკრაინა, რომელთანაც ითამაშა ფრე, 1:1. მასპინძლებმა დაიწყეს აქტიურად, მაგრამ მე-7 წუთზე მიიღეს კონტრ შეტევა, რომელიც საბა კვირკველიას ავტოგოლით დასრულდა. "ჯვაროსნებმა" წონასწორობის აღდგენა შეძლეს 76-ე წუთზე, გიორგი მიქაუტაძის გატანილი ბურთის შემდეგ.
ლიონის თავდამსხმელი მოედანზე ბუდუ ზივზივაძის ნაცვლად შემოვიდა. ჩვენს ნაკრებს ჰქონდა სხვა არაერთი მომენტიც - "ლურჯ-ყვითლების" კარისკენ საერთო ჯამში 18 დარტყმა წავიდა. ამის მიუხედავად, დღევანდელ მატჩში ფრე დაფიქსირდა.