პეპ გვარდიოლამ ბოლო ინტერვიუში იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესაძლებლობაზე და ამ შეთავაზებაზე უარის თქმის მიზეზებზე ისაუბრა.
"დიახ, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები მქონდა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ თემაზე საჯაროდ ვსაუბრობ.
იტალიის ნაკრების გაწვრთნის შესაძლებლობა ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. იმდენად დიდი, რომ უარის თქმა თითქმის მეუხერხულებოდა. ჩემთვის კარიერის ერთ-ერთი უდიდესი აღიარებაა, რომ იტალიაში შესაძლო მთავარ მწვრთნელად განიხილავდნენ.
ისინი მაშინ დამიკავშირდნენ, როდესაც დასვენება და ფეხბურთისგან გარკვეული დროით ჩამოშორება მჭირდებოდა. პაოლო მალდინი და ლეონარდო ადამიანები არიან, რომლებსაც დიდ პატივს ვცემ და ძალიან მომწონს, თუმცა მათი შეთავაზება ჩემთვის არასწორ დროს გაკეთდა. ერთი ან ორი წლის შემდეგ რომ დამკავშირებოდნენ, დიდი ალბათობით, დავთანხმდებოდი.
18 წელია მწვრთნელი ვარ და ამ ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში და შედეგისთვის ბრძოლა მიწევდა. მუდმივად ტიტულები უნდა მოიგო, შემდეგ ისევ ტიტულები და ასე გრძელდება დაუსრულებლად. დგება მომენტი, როდესაც ხვდები, რომ ყოველდღე ერთი და იმავე კერძის ჭამას დროდადრო განსხვავებული საკვების დაგემოვნება სჯობს.ახლა ბაიაში ჩამოსვლა და საკუთარ თავთან მეტი დროის გატარება მინდოდა."











