ეროვნული ლიგის მე-12 ტურში გაიმართა სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩი რუსთავსა და დინამო თბილისს შორის, რომელიც სტუმართა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
შეხვედრაში ანგარიში პირველივე წუთზე იორომ გახსნა, თუმცა ნაკანომ 24-ე წუთზე გაათანაბრა. მონტეირუმ დინამო კვლავ წინ გაიყვანა, მაგრამ რუსთავი ად დანებდა და პირველივე ტაიმში კენიომ გაათანაბრა.
მეორე ნახევრის სტარტზე ვეტერანმა მათე ვაწაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა, დინამო დააწინაურა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით დინამომ 18 ქულა დააგროვა და ლიდერთა შორის გაერია, შემდეგ შეხვედრას თემურ ქეცბაიას გუნდი იბერიას წინააღმდეგ ჩაატარებს.








