ალექსანდრე თოფურიას დებიუტი UFC-ში, ძმების ჩემპიონური ძმობა, ქართველი მებრძოლების ერთიანობა და შემართება, - ამ თემების შესახებ,
La Gazzetta dello Sports Georgia
-სთან ინტერვიუში ილია და ალექსანდრე თოფურიების დედამ, ინგა ბენდელიანმა-თოფურიამ ისაუბრა. მებრძოლების დედამ აღნიშნა რომ თავდაპირველადUFC-ს მერაბ დვალიშვილის გამო უყურებდა:
"თუ სხვისი წარმატება არ გიხარია შენი წარმატება წარმატებული ვერ იქნება. ჩემთვის UFC-ის ყურება მერაბი დვალიშვილით დაიწყო, სულ ვგულშემატკივრობდი. ყველას ვეუბნებოდი, რომ მერაბი ქართველია, მაშინ არც ვიცნობდი. შემდეგ ილია UFC-ში მოხვდა, დაახლოვდნენ, მერაბი გავიცანი, ჩვენთანაც იყო ალიკანტეში. ძალიან მშრომელი, კარგი მებრძოლი და ამ ყველაფერთან ერთად კარგი პიროვნებაა. გურამ ქუთათელაძის დედა ჩემი ბავშვობის მეგობარია, გურამისა და ალექსანდრეს მეგობრობა კიდევ სხვა თემაა. არაჩვეულებრივი ბიჭები არიან და ძალიან მახარებს მათი ერთმანეთის მიმართ გამოჩენილი თანადგომა.
ყველაზე ჯანსაღი ატმოსფერო და ურთიერთობა, რაც არის ქართველებში ყველაზე მაგარი ამ ბიჭებშია, მათი ერთიანობა სამაგალითოა, ფიზიკურად თუ ერთად არ არიან სულ ხაზზე არიან და ერთმანეთს ამხნევებენ. მეც სულ ჩართული ვარ ვინმეზე რამე არ გამომრჩეს, ახლა რომან დოლიძის ჩხუბია და ამაზე გადავერთვებით. ამ ბიჭების ყველა სიტყვა ერთმანეთისთვის დიდი ძალაა. მე როგორც დედა ყველას ვეკონტაქტები. ეს ერთიანობა უმნიშვნელოვანესია. ესენი სადაც არიან აკეთებენ თავის საქმეს და უზომოდ უყვართ თავისი სამშობლო," - განაცხადა ინგა ბენდელინმა-თოფურიამ
-სთან ინტერვიუში.
ქართველ ხალხს მადლობას ვუხდი, გაშლილი ხელებით, - ინგა ბენდელიანი-თოფურია



















