უეფას ერთა ლიგის 2024/25 სეზონი გრძელდება — საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველი ჯგუფის მესამე შეხვედრას უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად, ნეიტრალურ სტადიონზე ითამაშებს. მატჩს პოლონეთი, კერძოდ პოზნანი უმასპინძლებს. ამ მატჩის შემდეგ, ჩვენი გუნდი ალბანეთის ნაკრებს თბილისში დაუპირისპირდება. შეხვედრა 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე გაიმართება.
სილვინიომ დაასახელა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც თბილისში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. იხილეთ 24-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: ტომაშ სტრაკოშა (აეკი), ელჰან კასტრატი (ჩიტადელა), ალენ შერი (კალიარი);
მცველები: ელშეიდ ჰისაი (ლაციო), ივან ბალიუ (რაიო ვალეკანო), ანდი ჰანდროი (პარტიზანი), მარიო მიტაი (მოსკოვის ლოკომოტივი), ბერათ ჯიმსიტი (ატალანტა), მარაშ კუმბულა (ესპანიოლი), ადრიან ისმაილი (ემპოლი), ენეა მიჰაი (ფამალიკაო), არლინდ აიეტი (ბოდრუმი);
ნახევარმცველები: ილბერ რამადანი (ლეჩე), ამირ აბრაში (გრასჰოპერსი), კრისტიან ასლანი (ინტერი), ქაზიმ ლაჩი (სპარტა), ნედიმ ბაირამი (სასუოლო), ადრიონ პაჟაზიტი (გორიჩა), ერნესტ მუჩი (ბეშიქთაში);
შემტევები/ფორვარდები: ტოლენ სეფერი (ვორსკლა), არბერ ჰოჩჰა (დინამო ზაგრები), მირლინდ დაკუ (რუბინი), მირტო უზუნი (გრანადა), იასირ ასანი (გვანჯუ);
ალბანეთის ნაკრებს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან რეი მანაი და არმანდო ბროია.