გავლენიანი გამოცემის, ESPN-ის ცნობით, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უეფამ ბომბარდირობის წესი შეცვალა და ერთნაირი გოლების შემთხვევაში, ოქროს ბუცს ყველა თანაბომბარდირი მიიღებს.
აქამდე, თანაბარი გოლების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებოდა იმ ფეხბურთელს, ვისაც ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა ჰქონდა გაკეთებული.
ახალი წესის თანახმად კი პრიორიტეტი მხოლოდ გოლები იქნება, რის შედეგადაც, ამ მონაცემებით, ევრო 2024-ის ოქროს ბუცს ერთბაშად 6 ფეხბურთელი მიიღებს.
ჟორჟ მიქაუტაძეს, ივან შრანცის, ჯამალ მუსიალას, ჰარი კეინს, კოდი გაკპოსა და დანი ოლმის ამ ტურნირზე თანაბარი 3-3 გოლი აქვთ გატანილი.
14 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ინგლისი და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. ბომბარდირთა სიიდან ამ ნაკრებებიდან მხოლოდ ოლმო და კეინი არიან. 2-2 გოლი აქვთ ჯუდ ბელინგემსა და ფაბიან რუისს.