აპრილის თვეში, საქართველოს ნაკრებისა და უოტფორდის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო. მისთვის ეს სეზონი დასრულებულია. ჩაკვეტაძემ უკვე 6 შეხვედრა გამოტოვა.
LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი სარეაბილიტიაციო პროცედურებს თბილისში გადის და ყოველდღიურად უტარდება ფიზიო პროცედურები და ვარჯიშები.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, შედეგები გაუმჯობესებულია და 3-5 კვირაში ის უკვე ბურთთან ერთად ვარჯიშს განაახლებს. ჩაკვეტაძეს კოჭ-წვივის ტრავმა აქვს.
შესაბამისად, ივნისის თვეში ის საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ვერ დაეხმარება და პირდაპირ ახალი საკლუბო სეზონისთვის დაიწყებს მზადებას. ვინ იცის, შეიძლება ახალ გუნდთან ერთადაც კი...







![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)




