ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის რეალი სტუმრად ვილიარეალს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 გაიმარჯვა. დუბლის ავტორი კილიან მბაპე გახდა.
მსაჯის სასტვენისთანავე, რეალის ფეხბურთელები მოედანზე ჩაიმუხლნენ. მოგეხსენებათ, 2 დღის წინ მათ ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკოსთან 120 წუთი ითამაშეს, დღეს კი ვილიარეალს დაუპირისპირდნენ.
"გავიმარჯვეთ და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ ასე არ შეიძლება. ჩემს ფეხბურთელებს დასვენების საშუალება არ ეძლევათ.
თუ ეს კიდევ მოხდება და მინიმუმ 72-საათიანი დასვენების გარეშე თამაში მოგვიწევს, მოედანზე საერთოდ არ გამოვალთ და თამაშზე უარს ვიტყვით", - განაცხადა ანჩელოტიმ.
რეალში ისედაც ტრავმების ეპიდემიაა, იტალიელი სპეციალისტი კი შიშობს, რომ გადატვირთული გრაფიკის გამო, კიდევ რამდენიმე მოთამაშე გამოაკლდება.