UFC 6-ის ოფიციალური გარეკანი ცნობილი გახდა. EA Sports-მა კომპიუტერული თამაშის მორიგი გამოშვების ოფიციალური ვიზუალები გამოაქვეყნა, მათი მთავარი სახეები კი ალექს პერეირა და მაქს ჰოლოუეი გახდნენ. ამერიკული კომპანია თამაშის 2 ვერსიას გამოუშვებს, შესაბამისად შექმნილია გარეკანის 2 ვარიანტი.
Standard ვერსიის ვიზუალს ორი დივიზიონის ბრაზილიელი ჩემპიონისა და ისრაელ ადესანიას ბრძოლის კადრი დაამშვენებს. რაც შეეხება Ultimate გამოშვებას, მასზე ჰავაელი მებრძოლის ჯასტინ გეიჯის ნოკაუტის შემდგომი აღნიშნვაა ასახული.თამაშის გამოშვება 2026 წლის ივნისში იგეგმება და ის PlayStation 5-სა და Xbox-ის პლატფორმებზე იქნება ხელმისაწვდომი.
Two ways to be dangerous ⚠️@AlexPereiraUFC on the Standard Edition.@BlessedMMA on the Ultimate Edition.#UFC6 preorders are now live 🎮 https://t.co/OKmxT2IWCI
— EA SPORTS UFC (@EASPORTSUFC) April 27, 2026
Full reveal coming soon 👀 pic.twitter.com/BmTHOJOSxb
















![[VIDEO] ლიონელ მესის ჰეთ-თრიქით დამწუხრებული ზინედინ ზიდანი](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fv4seYCmAMlWGfrNvJtl6r0jUgNymoSzq.png&w=3840&q=75)
