გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების კომენტარებს ჩეხეთთან მატჩის შემდეგ. შეგახსენებთ რომ ჩვენმა ნაკრებმა მეტოქეს 4:1 მოუგო.
გიორგი მიქაუტაძე: "ძალიან კარგი თამაში იყო და 4:1 მოვიგეთ. ერთი გოლი მეც გავიტანე და იცით, როგორ მიყვარს გოლების გატანა. ფანებს მინდა მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ის ჯილდო, რომელიც მივიღე მარტო ჩემი არ არის — ის მთელი საქართველოსია."
გიორგი მამარდაშვილი: "ამ ჯგუფში მარტივი თამაში არ გვექნება და, რა თქმა უნდა, დღესაც რთულ მატჩს ველოდებოდით — კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენ ახლა ვიწყებთ ახალი რაღაცების პოვნას და განვითარებას. ევროპის ჩემპიონატი კი გარდამტეხი იყო როგორც გუნდისთვის, ასევე ფეხბურთელებისთვის — ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს წინ და ახლა იწყება ყველაფერი. ვერ ვიტყვი, რომ ალბანეთი ჩეხეთზე ნაკლებია და მარტივი თამაში არ გველოდება წინ, თან გასვლაზე ყოველთვის უფრო რთულია, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 3 ქულა ავიღოთ".
ხვიჩა კვარაცხელია: "დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან. ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან გვეხმარება. რაც შეეხება თამაშს — ძალიან კარგი პერფორმანსი ვანახეთ როგორც გუნდმა, ჩეხეთთან 4:1 გამარჯვება დიდი ფაქტორია და წინსვლისთვის გამოგვადგება. ვფიქრობ, რომ ალბანეთთანაც მოსაგებად გავალთ და იმედია, ის მატჩიც დადებითად დასრულდება."
გურამ კაშია: "ცოტა მეშინოდა, რომ ევრო 2024-ის წარმატების შემდეგ, ისე ვეღარ ვითამაშებდით, მაგრამ დღეს დავინახეთ, რომ გვყავს ჩამოყალიბებული ფეხბურთელები და ეს სასიხარულო ამბავია. კონტრშეტევებზე კარგად ვითამაშეთ, სწრაფი ფეხბურთლები გვყავს და მწვრთნელმა ისინი სწორად გამოიყენა.