ეროვნული ლიგის მე-13 ტურის ცენტრალური შეხვედრა დინამო არენაზე შედგა, სადაც ერთმანეთს დინამო თბილისი და იბერია დაუპირისპირდნენ.
ანგარიში 33-ე წუთზე ნანა-კოფი დონკორიმ ულამაზესი დარტყმით გახსნა, რასაც ტაიმის მიწურულს იოროს გოლი მოჰყვა.
მეორე ნახევარში დინამომ უპირატესობა შეინარჩუნა, გოლი არ გაუშვა, საქმე ბოლომდე მიიყვანა და 2:0 გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში დინამოს ახალგაზრდა შემტევის, თორნიკე კვარაცხელიას დებიუტი შედგა, რომელიც მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა.
13 ტურის შემდეგ, დინამო თბილისს 21 ქულა აქვს და ლიდერ იბერიასთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შემცირდა. დინამოს 5 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.








