მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ფაბიან რუისი თავის თანაგუნდელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.
"კვარა წარმოუდგენელი მოთამაშეა. განსაკუთრებით, მეტოქის ნახეავრზე, სადაც მარტივად არღვევს ხაზებს და მარჯვენა ფეხით დარტყმის შესანიშნავი უნარი აქვს.
მას ფეხბურთი ძალიან კარგად ესმის და ჩვენ, ნახევარმცველებს, დიდ დახმარებას გვიწევს, რადგან იცის, სად არის თავისუფალი ზონები.
ამ ყველაფერთან ერთად, კვარაცხელიას ერთი ძლიერი მხარე აქვს - დაცვაში დიდ სამუშაოს ასრულებს, რაც ჩვენთვის კომფორტია", - განაცხადა რუისმა.











