უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/4 ფინალში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა პაბლო ლამას რუიზი 3 სეტში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
33 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტი დამაჯერებლად, 6-3 მოიგო, მეორე სეტი 4-6 დათმო, ხოლო მესამე სეტში მეტოქე 6-3 დაამარცხა და საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში გავიდა, სადაც ჩაკ ვონგს დაუპირისპირდება.
სამწუხაროდ უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში დამარცხდა საბა ფურცელაძე და მთავარ ტურნირზე მოხვედრის შანსი დაკარგა. 23 წლის ქართველს შვეიცარიელმა დომინიკ სტრაიკერმა 2 სეტში (6-3, 6-2) აჯობა.








