ტრიუმფით დაბრუნება — გურამ თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია

ქართველი ჯუდოკა ოლიმპიადაზე მიღებული 6 თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ ტრიუმფით დაბრუნდა და პირველივე ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა.
გურამ თუშიშვილმა პირველ ორთაბრძოლაში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ბორჩაშვილი იპონით დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც კვიპროსელ ანტონიუს ორი ვაზარის უპირატესობით აჯობა. 1/2 ფინალში ქართველმა ჯუდოკამ უკრაინელი ბალიევსკი 8 წამში იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის ბრძოლაში, გურამ თუშიშვილი ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლუკაშ კრპალეკს შეხვდა და მეტოქეს იუკოთი მოუგო.
ავსტრიის გრან პრიზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით დაასრულა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.








