როგორც ჩანს, ზამთრის სატრნსფერო ფანჯარაზე "დორტმუნდის" აღზრდილი ფეხბურთელის, ჯოვანი რეინას ტრანსფერი ახლოვდება.
21 წლის ნახევარმცველის შეძენით "მარსელი" ინტერესდება და მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის.
გასული სეზონის წარამტებით ჩატარების შემდეგ, რეინას მიმდინარე სეზონში დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა, ერთ-ერთი მიზეზი ხშირი ტრავმიანობაცაა.
ამ სეზონში მან 10 შეხვედრა ჩაატარა, გასულ წელს კი "დორტმუნდის" მაისურით 22 შეხვედრაში 7-ჯერ აიღო მეტოქის კარი.