კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედომ სტუმრად ორდაბასთან ფრედ 1:1 ითამაშა, ორი მატჩის ჯამში 5:4 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა გააკეთა.
"უზომოდ ბედნიერი ვარ, გუნდის თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ.
დღეს დილით პაატა ღუდუშაურს ვესაუბრე. მითხრა, რომ მზად იყო გუნდისთვის მაქსიმალურად დახარჯულიყო. თამაშზე სხვა გეგმით გამოვედით, მაგრამ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა.
გვსურდა შეგვეტია, თუმცა მეორე ტაიმში პრიორიტეტი საკუთარი კარის დაცვა იყო, სორი მანე დაგვჭირდა და ცვლილებები გავაკეთე.
მთავარია, შემდეგ ეტაპზე ვართ. ახლა მომდევნო მეტოქისთვის დავიწყებთ მზადებას", - განაცხადა შუსტერმა.








