ტორპედომ ქუთაისში 4:3-ის შემდეგ შიმკენტში რდაბასისთან ითამაშა ფრე 1:1 და კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა. ანგარიში მე-13 წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა.
მატჩის მიწურულს ყაზახებმა გაათანაბრეს, თუმცა საერთო ჯამში მაინც ტორპედო გავიდა შემდეგ ეტაპზე. 49-ე წუთზე ქუთაისელები კაცნაკლულები დარჩნენ – სოლომონ კვერკველიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. მიუხედავად ამისა, გუნდმა ანგარიშის შენარჩუნება შეძლო. ტორპედოს შემდეგი მეტოქე ომონია იქნება,
ორდაბასი 1:1 ტორპედო
გოლები: 0:1 ირაკლი ბიძინაშვილი, 1:1 აბილაიხან ჟუმაბეკი 96'.







