თემურ ნოზაძე: დღეს გამარჯვება მინდოდა, თუმცა იმედია ჩემი მეუღლე მოიგებს ოქროს

თემურ ნოზაძემ LaGazzetta.ge-სთან ისაუბრა:
“ძალიან მძიმე ფინალური ბრძოლა გამოვიდა, სამწუხაროდ, რუს მეტოქესთან დავმარცხდი. მე ყველაფერი გავაკეთე, ყველანაირად ვცდილობდი რუსთან არ წამეგო, მაგრამ ეს სპორტია, ახლა ვეღარაფერს შევცვლით, ალბათ ჩემზე უკეთ იყო მომზადებული, ბევრი გდება გავუშვი.
ახალი გადასული ვარ ამ წონაში და ყველაფერს გავაკეთებ, რომ წარმატებას მივაღწიო. რამდენიმე
წუთში ჩემი მეუღლე ეთერ ლიპარტელიანი იბრძოლებს ოქროს მედლისთვის. დღეს ეთომ ჩემთვისაც უნდა მოიგოს და იმედია, ოქროს მედალი შეემატება ჩვენს ოჯახს.”
რამდენიმე წუთში ეთერ ლიპარტელიანი -57 კატეგორიის ფინალში მარტა ფავაზს დაუპირისპირდება.







