თბილისის თასი 2026-ის მეორე მატჩში, შავლმა ლომმა ავჭალის სტადიონზე სამხრეთ აფრიკი ვიცე-ჩემპიონს, პუმასს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 21-19 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის პირველი ტაიმი სტუმრებმა 12-7 მოიგეს და შესვენებაზე მცირე უპირატესობით გავიდნენ. მეორე ნახევარი ორმხრივ შეტევებში წარიმართა და მატჩის მიწურულს დადებული გარდასახული ლელოს ხარჯზე შავმა ლომმა გამარჯვება მოიპოვა.
2026 წლის თბილისის თასის დასკნით მესამე შეხვედრას ქართული ფრენჩაიზი, შავი ლომი 4 ოქტომბერს ჩიტასის წინააღმდეგ ჩაატარებს — მატჩი ავჭალის სტადიონზე 20 საათზე აიღებს სტარტს.












