რიო ფერდინანდმა გააკრიტიკა ჟორჟე ჟეზუსი, იმის გამო, რომ კრიშტიანუ რონალდუს მასთან კონფლიქტის გამო პორტუგალიის ნაკრების დატოვება მოუწია. ყოფილი ინგლისელი უკანახაზელის თქმით, ალ ნასრის ამჟამინდელი კაპიტანი უფრო მეტ დაფასებასა და პატივისცემას იმსახურებს.
"რონალდუს ძალიან ცუდად მოექცნენ. მოვიდა ახალი მწვრთნელი, ვისაც ჰგონია რომ ის ფერგიუსონია? ჟეზუსის გადაწყვეტილების გამო, ქვეყანა გაიყო ორად და რის საფუძველზე გააკეთა მან ეს ყველაფერი? არცერც მოთამაშეს არ უნდა უწევდეს თავისი ეროვნული გუნდის დატოვება ასე, მითუმეტეს, კრიშტიანუს.
პორტუგალიელი თავდამსხმელი არის თავისი ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და ელჩი, ვინც ნამდვილი კულტი შექმნა. მასზე ცნობილი პორტუგალიაში არავინაა. ალ ნასრის ამჟამინდელი კაპიტნის დამსახურებით, აღნიშნული ქვეყანა მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა", - განაცხადა მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილა უკანახაზელმა.
















