სულ რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ ნაკრების შეკრება დატოვა და ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ამ ამბავს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა — რონალდუს გადაწყვეტილებაზე ყველა გამოცემა, ჟურნალისტი თუ ფეხბურთის გულშემატკივარი საუბრობს.
დღეს კი პორტუგალიის ნაკრები მორიგ მატჩს გამართავს, ამჯერად დანიასთან. უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ორივე ნაკრების განაცხადი უკვე ცნობილია და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ პორტუგალიას ახალი 7 ნომერი ჰყავს.
კრიშტიანუ რონალდუს ნომერს დღევანდელ მატჩში რაფაელ ლეაუ მოირგებს, რომელიც აქამდე 17 ნომრიანი მაისურით თამაშობდა. გალათასარაის 27 წლის ვინგერი, დიდი ალბათობით, დანიასთან შეხვედრას სასტარტო შემადგენლობაში დაიწყებს.













