სულ რამდენიმე საათი გავიდა მას შემდეგ, რაც კრიშტიანუ რონალდუმ ნაკრების შეკრება დატოვა და ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა. ამ ამბავს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა — რონალდუს გადაწყვეტილებაზე ყველა გამოცემა, ჟურნალისტი თუ ფეხბურთის გულშემატკივარი საუბრობს.
პორტუგალიელი ფანების საკმაოდ დიდმა ნაწილმა რონალდუს მხარი დაუჭირა, თუმცა გულშემატკივრების უმეტესობამ ჟორჟე ჟეზუშს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
გთავაზობთ ფანების გამოხმაურებას სოციალურ ქსელებში:
"მადლობა ჟორჟე ჟეზუშს! ამ ადამიანმა ის გააკეთა, რაც წინა წლებში ვერავინ გაბედა.“
"რონალდუს წლები დასჭირდა იმის გასაგებად, რომ ნაკრების მთავარი ფეხბურთელი აღარ არის. შეიძლება, ცუდად ჟღერს, მაგრამ კარგია, რომ ნაკრებიდან წავიდა.“

"უკეთეს დასასრულს ვისურვებდი, მაგრამ როცა ფეხბურთელი თავად ვერ ხვდება, რომ წასვლის დროა, ეს მთავარმა მწვრთნელმა უნდა აგრძნობინოს. ამისთვის კი მადლობა ჟეზუშს.“
"ნაკრები ახლა ბევრად თავისუფლად ითამაშებს. წნეხი სრულიად მოიხსნება. ახალი ფურცლის დაწერის დროა.“
"რონალდუს ასე წასვლა ალბათ არავის მოეწონა, მაგრამ სჯობს, ერთა ლიგის დროს დაეტოვებინა ნაკრები, ვიდრე უფრო დიდ ტურნირზე მომხდარიყო მსგავსი შემთხვევა.“

"კარგია, გართულებების გარეშე რომ წავიდა ნაკრებიდან. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, ყველა მხარისთვის ასე სჯობდა.“
"ჟეზუშმა ყველას დაანახა, რომ ნაკრებზე დიდი არავინაა და მთავარი პორტუგალიის წარმატებაა.“
"რაღაც ძალიან დიდი მოხდა, რასაც მხარს ვუჭერ. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ნაკრები რონალდუს გარეშე ბევრად უკეთ ითამაშებს.“

"იმედია, მხარეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო არ დაიძაბება, რადგან ეს ნაკრებს კიდევ უფრო დააზარალებს. რონალდუმ რაც შეიძლება მალე უნდა გააანალიზოს, რომ ნაკრებს მის გარეშეც შეუძლია წარმატების მიღწევა.“
"სრული მხარდაჭერა მთავარ მწვრთნელს და ნაკრებს! ერთი ფეხბურთელის გარშემო არ ტრიალებს ჩვენი გუნდი"













