ოფიციალურად: კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შეკრება დატოვა. ინფორმაცას თავად 41 წლის ფეხბურთელი ადასტურებს.
"ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციის შემდეგ, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბრის შედეგად, გადავწყვიტე, რომ ეროვნული ნაკრების შეკრება დამეტოვებინა.
დროთა განმავლობაში, ყველა პორტუგალიელს ვეტყვი სიმართლეს იმ მიზეზების შესახებ, რამაც ეროვნული ნაკრების დატოვების გადაწყვეტილებამდე მიმიყვანა. ნაკრებს ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი.
ახლა კი დროა, წარმატება ვუსურვო პორტუგალიას და ჩემს ყველა თანაგუნდელს, გამონაკლისის გარეშე."
რონალდუსა და ჟორჟე ჟეზუშს შორის დაძაბულობის შესახებ ბოლო დღეებში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა. პორტუგალიელი თავდამსხმელი ნორვეგიასთან მატჩში სათადარიგოთა სკამზე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის გარკვეულ ეტაპზე მისი მოედანზე შეყვანა იგეგმებოდა. თავად ჟეზუშმა დღეს განაცხადა, რომ მათ შორის კონფლიქტი არ არსებობს, თუმცა აღიარა, რომ ფეხბურთელი შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო იყო.

















