აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
-81 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა - ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში მასპინძელი ცკაევი დაამარცხა და კარიერაში მე-4 ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე.
ხვალ, მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 საჭიდაო დღეს ტატამიზე ორი ქართველი იასპარეზებს - 90 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე დაიცავენ.












