საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ზურაბ ხიზანიშვილმა თურქეთთან წაგებული 2:3 მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"თამაში რომ ჩაივლის, საუბარი ყოველთვის ადვილია. თურქეთის ნაკრები 5-მცველიან ტაქტიკაზე გადავიდა, დიდი სივრცეები არ იყო და ამიტომ არ გადავწყვიტეთ ბევრი თავდამსხმელის შემოყვანა.
5-მცველიანი ტაქტიკით ისტორიულ წარამტებას მივაღწიეთ, თუმცა ასეთ დროს, შეტევაში ერთ მოთამაშეს ვკარგავთ და დიდი ხანი გვინდოდა, რომ 4 მცველზე გადავსულიყავით. უფრო მაღალ დონეზე, ასეთი ტაქტიკა უფრო მართებულია და არ მგონია, ვილიმ ეს ტაქტიკა მომავალში შეცვალოს.
ასეთი დიდი დონის თამაშების დაგეგმვა უნდა ვისწავლოთ. რაც შეეხება ფეხბურთელების შეცდომებს, ეს ინდივიდუალური შეცდომები იყო. მეც ფეხბურთელი ვიყავი და ვიცი, რომ როცა სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს, რთულია იგივენაირად ითამაშო.", - განაცხადა ხიზანიშვილმა.








