გერმანიის ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში კარლსრუე საკუთარ მოედანზე ნიურნბერგს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.
სტუმრები პირველივე ტაიმში 2-ბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ, თუმცა მასპინძლებმა თამაშის შემობრუნება შეძლეს და ეს პირადად ქართველმა ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა.
ბუდუმ ჯერ პირველი ნახევრის ბოლოს შეამცირა სხვაობა, მეორე ტაიმში კი კიდევ 2 გოლი გაიტანა და კარლსრუეს პირველი გამარჯვება მოუტანა.
ზივზვიაძემ ყველაზე მაღალი, 9.8 შეფასება მიიღო.