კრიშტიანუ რონალდუმ Vogue-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2027 წელს ის კარიერის დასრულებას აპირებს. რამდენიმე თვით ადრე, გავრცელდა ცნობები, თითქოს პორტუგალიელი ფორვარდი უკანასკნელ თამაშს თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ჩაატარებდა 24 სექტემბერს, ერთა ლიგაზე უელსის წინააღმდეგ.
იმ დროს ამ ინფორმაციას არავინ მიაქცია ყურადღება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ, ალ ნასრის კაპიტანს პორტუგალიის ეროვნული გუნდიდან წასვლაზე არაფერი უთქვამს. მეტიც, სპორტულ მედიაში ვარაუდობდნენ, პირენეელთა უკვე ყოფილი მე-7 ნომერი ევრო 2028-ზეც ითამაშებდა.
ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაცია კვლავ გახდა აქტუალური, რადგან ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ნავარაუდევი იყო. 41 წლის ფორვარდისთვის მშობლიურ ეშტადიუ ჟოზე ალვალადეზე ბრიტანელებთან ჩატარებული შეხვედრა "ლუზიტანთა" რიგებში მართლაც უკანასკნელი გამოდგა
განსხვავება ისაა, რომ რამდენიმე თვის წინანდელ პროგნოზში ვარაუდობდნენ, თითქოს რონალდუ ლისაბონის სპორტინგის სტადიონზე საკუთარი სურვილით დაემშვიდობებოდა ქომაგებს. ვიხილეთ სრულიად საპირისპირო რამ: პორტუგალიელი ფორვარდის განშორება ეროვნულ გუნდთან ჟორჟე ჟეზუსთან კონფლიქტის შედეგად მოხდა.
ასე და ამგვარად, სოციალურ ქსელებში სპეცულაციური გზით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე აღმოჩნდა. მართალია, სცენარი არის სხვა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივიღეთ იგივე მოცემულობა: 24 სექტემბერს, "დრაკონებთან" ჩატარებული თამაში კრიშტიანუსთვის პორტუგალიის ეროვნულ გუნდში უკანასკნელი შეხვედრა გამოდგა.












