ამ წლის „სეზონის საუკეთესო მოთამაშის“ (Player of the Season) ჯილდოს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს. „ოცნებების მოედნის“ (Field of Dreams) კამპანიის ფარგლებში, Sofascore-მა ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელთან, ზიკოსთან, თანამშრომლობით განაახლა რიო-დე-ჟანეიროში, მისსავე აკადემიაში არსებული საფეხბურთო მოედანი. პრიზების დიზაინი განსაკუთრებულია — თითოეული მათგანი ზიკოს აკადემიის განახლებული საფეხბურთო მოედნის ნაწილებს შეიცავს, რაც მოთამაშეთა საფეხბურთო კარიერის საწყისებსა და მიღწეულ წარმატებას შორის კავშირის სიმბოლოა.
პრიზის თითოეული მფლობელი გამორჩეულია სრულყოფილებისკენ სწრაფვის დაუშრეტელი სურვილით. Sofascore-ის მარკეტინგის დირექტორმა, ბრანიმირ კარაჩიჩმა (Branimir Karačić), ჯილდოს განსაკუთრებულ დატვირთვაზე ისაუბრა:
ოცნებების მოედნის (Field of Dreams) კამპანიით აღინიშნა Sofascore-ის მისიის ახალი ეტაპი, რომლის მიზანია ხაზი გაუსვას შეუპოვრობის მნიშვნელობას ფეხბურთში. მეტიც, კამპანიამ დააფასა საზოგადოების ის ნაწილი, რომლის მხარდაჭერითაც ეს სპორტი საზრდოობს. პროექტებით, როგორებიცაა მოედნის განახლება და „სეზონის საუკეთესო მოთამაშის“ (Player of the Season) ჯილდო, Sofascore და ზიკო ერთიანი ძალისხმევით ცდილობენ, მისცენ ფეხბურთელთა მომავალ თაობას ოცნებებისკენ სწრაფვის შესაძლებლობა როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.
როდრი (Rodri) (ინგლისის პრემიერლიგა) — 8,01
ხადიჯა შოუ (Khadija Shaw) (ინგლისის ქალთა სუპერლიგა) — 7,91
კრისენსიო სამერვილი (Crysencio Summerville) (ინგლისის ჩემპიონატი) — 7,79
კილიან მბაპე (Kylian Mbappé) (საფრანგეთის ლიგა 1) — 7,89
საკინა კარშაუი (Sakina Karchaoui) (საფრანგეთის დივიზიონი 1 ქ) — 7,97
გოტიე ჰეინი (Gauthier Hein) (საფრანგეთის ლიგა 2) — 7,65
ჰარი კეინი (Harry Kane) (გერმანიის ბუნდესლიგა) — 7,76
ევა პაიორი (Ewa Pajor) (გერმანიის ბუნდესლიგა ქ) — 7,84
ფოტის იოანიდისი (Fotis Ioannidis) (საბერძნეთის სტოიქსიმანის სუპერლიგა) — 7,54
ჰაქან ჩალჰანოღლუ (Hakan Çalhanoğlu) (იტალიის სერია A) — 7,68
მანუელა ჯულიანო (Manuela Giugliano) (იტალიის სერია A ქ) — 7,86
სალვატორე ესპოზიტო (Salvatore Esposito) (იტალიის სერია B) — 7,52
ჯოი ვეერმანი (Joey Veerman) (ნიდერლანდების ერედევიზია) — 8,26
ვიქტორ გიოკერესი (Viktor Gyökeres) (პორტუგალიის პრიმეირა ლიგა) — 7,92
სალემ ალ დავსარი (Salem Al-Dawsari) (საუდის არაბეთის პროფესიონალური ლიგა) — 7,92
გუელორ კანგა (Guélor Kanga) (სერბეთის Mozzart Bet სუპერლიგა) — 7,88
ჯუდ ბელინგემი (Jude Bellingham) (ესპანეთის ლა ლიგა) — 8,05
ინიგო ვისენტე (Iñigo Vicente) (ესპანეთის ლა ლიგა 2) — 7,45
კეროლაინ გრეჰემ ჰანსენი (Caroline Graham Hansen) (ესპანეთის ლიგა ქ) — 8,63
დრის მერტენსი (Dries Mertens) (თურქეთის სუპერლიგა) — 7,61
ხუან ბრუნეტა (Juan Brunetta) (მექსიკის ლიგა MX) — 7,88
რამონ მიერესი (Ramón Miérez) (ხორვატია, HNL) — 7,55
კამერონ პუერტასი (Cameron Puertas) (ბელგიის პროფესიონალური ლიგა) — 7,59
იოჰან როხასი (Johan Rojas) (კოლუმბიის პრიმერა A, აპერტურა) — 7,52
ველიკო ბირმანჩევიჩი (Veljko Birmančević) (ჩეხეთის ლიგა 1) — 7,70
ანდრეას შელდერუპი (Andreas Schjelderup) (დანიის სუპერლიგა) — 7,54
მოჰამედ ჩიბი (Mohamed Chibi) (ეგვიპტის პრემიერლიგა) — 7,58
დიმიტრი პეტრატოსი (Dimitri Petratos) (ინდოეთის სუპერლიგა) — 7,64
ჟოზუე (Josué) (პოლონეთის ექსტრაკლასა) — 7,63
აკრამ აფიფი (Akram Afif) (კატარის ვარსკვლავთა ლიგა) — 8,86
ფლორინელ კომანი (Florinel Coman) (რუმინეთის სუპერლიგა) — 7,86
ჯეიმს ტავერნიე (James Tavernier) (შოტლანდიის პრემიერშიპი) — 7,96
ჯანერ ერქინი (Caner Erkin) (თურქეთის ტრენდიოლ 1. ლიგა) — 7,68
ფაბიო ლიმა (Fábio Lima) (არაბთა გაერთიანებული საამიროების პრო ლიგა) — 7,97








