ლივერპულის ყოფილმა თავდამსხმელმა, სტენ კოლიმორმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, სათამაშო პრაქტიკის გარეშე, ქართველი გოლკიპერი სამუდამოდ დარჩება სარეზერვო ვარიანტად, როგორც მერსისაიდელთათვის, ისე სხვა კლუბებისთვისაც.
"თავდამსხმელები და მეკარეები სათამაშო პრაქტიკის გარეშე თავიანთ ეფექტურობას კარგავენ. მათ მუდმივი განვითარება სჭირდებათ. თუ მამარდაშვილმა იცის, რომ კვლავ დარჩება სარეზერვო გოლკიპერად, მაშინ განათხოვრების წესით ის სხვა კლუბში უნდა გადავიდეს. 2 სეზონი სკამზე, დიდი დროა.
ეს ყველაფერი ზრდის იმის რისკს, რომ წამყვანმა ევროპულმა გუნდებმა გიორგი ასევე მხოლოდ სათადარიგო ვარიანტად განიხილონ. ალისონის დუბლიორობით ქართველი გოლკიპერი არ უნდა დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის სხვა კლუბშიც სკამზე აღმოჩნდება", - განაცხადა ინგლისელმა ექს-ფორვარდმა.











