ლა ლიგის გასულ ტურში გათამაშების ლიდერი მადრიდის რეალი ოსასუნას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 1:1 ითამაშა.
მსაჯის შეურაცხყოფის გამო, მოედნიდან სამეფო კლუბის ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი გააძევეს, რასაც მადრიდელთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
მატჩის შემდეგ, ბელინგემმა და ანჩელოტიმ კომენტარი გააკეთეს და სიტუაცია ასე შეაფასეს:
"მსაჯის მხრიდან ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ბელინგემს არბიტრისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მან უბრალოდ უთხრა "მოკეტე" და მორჩა. მსაჯებზე ბევრს აღარ ვისაუბრებ, რადგან შემდეგ მატჩში სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მინდა", - განაცხადა ანჩელოტიმ.
"მსაჯმა ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო. ამის ბევრი კადრია და ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, რა მოხდა რეალურად. ასეა თუ ისე, ჩემს გუნდს ბოდიშს ვუხდი", - განაცხადა ბელინგემმა.
რა თქმა უნდა, ეს საკითხი მომდევნო დღეებში აქტიური განხილვის საგანი იქნება და შესაძლოა, ბელინგემს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ.