ეროვნული ლიგის 23-ე ტურის მატჩები საკმაოდ სენსაციური გამოდგა. გაგრა საკუთარ მოედანზე მოქმედ ჩემპიონ იბერიას დაუპირისპირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულ უპირატესობას იბერიელები ფლობდნენ, მომენტები გაგრას უფრო მეტი ჰქონდა, რის შედეგადაც ანგარიში მე-12 წუთზე გახსნეს.
ბევრი მცდელობის მიუხედავად, იბერია ანგარიშის გათანაბრებას ვერ ახერხებდა, 82-ე წუთზე კი დავით მუჯირმა პენალტი ზუსტად გამოიყენა და გაგრას 2:0 მოაგებინა.
სენსაციური გამოდგა ქუთაისში გამართული მატჩი, სადაც ტორპედო ბოლოადგილოსან მეშახტეს დაუპირისპირდა.
მთელი თამაში უგოლოდ მიდიოდა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ანგარიში ჯერ ფაცაციამ გახსნა, შემდეგ კი გოგოლაშვილმა უპირატესობა გაზარდა და ეროვნულ ლიგაში მეშახტეს 21 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.












