ტურინის იუვენტუსის 24 წლის მცველმა ანდრეა კამბიაზომ დაასახელა ყველაზე ძლიერი ფეხბურთელები, რომელთა წინააღმდეგაც უთამაშია.
"დღესდღეობით, ბევრი კარგი და ძლიერი ფეხბურთელია, თუმცა ვის წინააღმდეგაც მითამაშია ყველაზე ძლიერ მეტოქედ კვარაცხელიას დავასახელებდი, ასევე გამოვარჩევდი ლეაოსაც", - განაცხადა კამბიაზომ.
კამბიაზო და კვარაცხელია ერთმანეთს ახლახანს დაუპირისპირდნენ, როცა სერია ა-ს ცენტრალურ მატჩში ნაპოლისა და იუვენტუსის შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე 3 გატანილი გოლია, ნაპოლი კი 13 ქულით გათამაშების ლიდერია.