საქართველოს 15-წლამდე საფეხბურთო ნაკრები განვითარების თასის გამარჯვებულია. ერევანში გამართულ ტურნირზე ჩვენმა გუნდმა ბოლო მატჩში უზბეკეთთან 0:3 გაიმარჯვა. გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე 6 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
უზბეკეთთან გოლები გუნდის კაპიტანმა, ანდრია ფოცხვერიამ, დავით მაჭარაშვილმა და ნიკოლოზ დუნდუამ გაიტანეს.
საქართველომ პირველ ტურში, ტურნირის დებულების თანახმად,ძირითად დროში დაფიქსირებული ფრისშემდეგ პირდაპირ დანიშნულ პენალტების სერიაში ლატვიას მოუგო და 2 ქულა მოიპოვა. ხოლო მეორე ტურში, იდენტური სცენარის შემდეგ თერთმეტმეტრიანებში მასპინძელ სომხეთთან დამარცხდა და1 ქულა მოიპოვა.
თორნიკე კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, ნიკოლოზ დუნდუა კი 4 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა, ერევანში გამართულიგანვითარების თასი2022 წლის მაისშიც მოიგო.
საქართველოს 15-წლამდე საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები:ოთარგურიელი (დინამოთბილისი), ლუკაფუტკარაძე(დინამოთბილისი), ილიახუნწალია(სფფ-ის რუხის აკადემია).
მცველები:ანდრიაფოცხვერია (დინამოთბილისი),ნიკოლოზთომაევი (დინამოთბილისი), გეგაამაღლობელი (პორტუს ბათუმი), ლუკაპაჭკორია(სფფ-ის რუხის აკადემია), ნიკოლოზკობზონაძე(დინამოთბილისი), თორნიკეფილაური (დინამოთბილისი), დაჩიდგებუაძე (35-ე სკოლა).
ნახევარმცველები:ალექსანდრეჩიქოვანი(დინამოთბილისი),მარკოს თოდუა (მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი), დავითმაჭარაშვილი (დინამოთბილისი), ანდრიაოჩიგავა (დინამოთბილისი), რობიფერიაშვილი(გლდანი), გაბრიელგოგუა (დინამოთბილისი), ერეკლეკაკულია (სელერო), თორნიკეკვარაცხელია (დინამოთბილისი), სანდრობინიაშვილი (დინამოთბილისი), დემეტრექურასბედიანი (დინამოთბილისი), გეგაავალიანი (სელერო).თავდამსხმელები:ნიკოლოზდუნდუა (გლდანი), ლევანჭიკაიძე (დინამოთბილისი), ნიკოლოზსახვაძე (დინამოთბილისი).
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








