საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ივნისში გასამართი ამხაბაგური მატჩების ბილეთების გაყიდვა იწყება.
ჩვენი გუნდი 5 ივნისს, თბილისში, დინამო არენაზე ფარერის კუნძულების ნაკრებს უმასპინძლებს. 8 ივნისს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრები კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, თბილისში, საქართველო - ფარერის კუნძულების მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა თამაშამდე ერთი თვით ადრე,5 მაისს, ხოლო ქუთაისში დაგეგმილი საქართველო - კაბო-ვერდეს შეხვედრის ბილეთების რეალიზაცია8 მაისს დაიწყება.ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და რეალიზაციას სფფ-ის ახალი პარტნიორი,biletebi.geუზრუნველყოფს.
ორივე მატჩზე ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი და მათი ფასი20, 30, 50 და 70 ლარია. თითოეულ თამაშზე ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია.ორივე მატჩის ბილეთების გაყიდვა 12:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენის დროს აუცილებელია პირადი მონაცემების მითითება.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








