ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ოთხი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ერთი გოლიც ვერ გაიტანა. მსგავსი მშრალი სერია ბოლოს დაფიქსირდა 2013-ში, როცა ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ასევე მიყოლებით 4 შეხვედრაში ოპონენტის კარის აღება 1-ხელაც ვერ შეძლო. ყაზახეთთან ამხანაგურ თამაშში წაგებას (0:1) შემდეგ დაემატა 3 უგოლო დუელი ბრაზილიის მუნდიალის შესარჩევზე.
"ჯვაროსნებმა" ითამაშეს ფრე, ანგარიშით 0:0 საფრანგეთთან, მოგვიანებით კი ესპანეთსა (2:0) და ფინეთთან (1:0) მარცხი განიცადეს. რაც შეეხება ნავსის გატეხვას, ეს მოხდა ბრაზილიის მუნდიალის შესარჩევის დასრულების შემდეგ, ამხანაგურ შეხვედრაში ლიხტენშტეინთან, რომელიც თემურ ქეცბაიას გუნდმა 2:0 მოიგო.
4-მატჩიანი უგოლო სერია 2013 და 2026 წლებში
| ყაზახეთი 1:0 საქართველო | 14/08/2013 | ამხანაგური მატჩი |
| საქართველო 0:0 საფრანგეთი | 06/09/2013 | 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი |
| საქართველო 0:1 ფინეთი | 10/09/2013 | 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი |
| ესპანეთი 2:0 საქართველო | 15/10/2013 | 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი |
| საქართველო 0:1 ჩრდილოეთ ირლანდია | 25/09/2026 | ერთა ლიგა |
| საქართველო 0:0 უკრაინა | 28/09/2026 | ერთა ლიგა |
| უნგრეთი 1:0 საქართველო | 02/10/2026 | ერთა ლიგა |
| ჩრდილოეთ ირლანდია 0:0 საქართველო | 05/10/2026 | ერთა ლიგა |
















