საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მამარდაშვილის ბრწყინვალე თამაშს ლივერპულში აქტიურად ეხმაურებიან.
ჩრდ.ირლანდიასთან გამართულ მატჩში, რომელიც უგოლოდ დასრულდა, გმირი სწორედ მამარდა გახდა, რომელმაც პენალტის გარდა, არაერთი რთული ბურთი მოიგერია.
ლივერპულის ოფიციალური საიტი და სხვა ფან გამოცემები კი მამარდას სეივებით გაოცებულები არიან.
What a save from Mamardashvili... He's on fire 👏 https://t.co/W3tkfABNeq
— Living Liverpool (@Livin_Liverpool) October 5, 2026
"გიორგი მამარდაშვილმა საქართველოს ნაკრებში საოცარი მატჩი ჩაატარა, პენალტი მოიგერია და თავისი ნაკრები მარცხს გადაარჩინა", - წერს კლუბის ოფიციალური გვერდი.
სანაკრებო პაუზა დასრულდა. მამარდაშვილი ლივერპულში კარგ ფორმაში ბრუნდება, სადაც იმედია, სათამაშო დროც მიეცემა. ლივერპული შემდეგ მატჩს 11 ოქტომბერს, მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ გამართავს.













