ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა მორიგი მატჩი ჩაატარა, ჩრდ.ირლანდიას სტუმრად დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მამარდაშვილი გახდა, რომელმაც ნაკრები გაშვებულ გოლს არაერთხელ გადაარჩინა, პენალტიც მოიგერია და 9.4 შეფასება მიიღო.
ჩვენი ნაკრების მხრიდან ყველაზე დაბალი შეფასება გიორგი ქოჩორაშვილს ჰქონდა, რომელიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.














