წელს საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისაპარეზებს. ევრპირველობისთვის დასკვნით საწვრთნელ შეკრებას ჩვენი გუნდი თბილისში გადის.
ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ფუტსალის ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით, 18 ფეხბურთელით ემზადება.
ფუტსალის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია(ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა(ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე(ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი)გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
საქართველოს ნაკრები ლატვიაში 18 იანვარს გაემგზავრება. 19 იანვარს კი, ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი 14-კაციანშემადგენლობას დაასახელებს, რომელიც ევრო 2026-ზეიასპარეზებს.
ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები ლატვია, ხორვატია და საფრანგეთი იქნებიან.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების ჯგუფური ეტაპის მატჩების განრიგი
21 იანვარი | ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია)
25 იანვარი | ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია)
28 იანვარი | საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია








