4 სექტემბერს, ნაკრების შეკრებას გიორგი ქოჩორაშვილი შეუერთდა. ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საწვრთნელ პროცესში მონაწილეობდნენ ნაკრების დებიუტანტები - შოთა ნონიკაშვილი, ლუკა გადრანი და საბა გოგლიჩიძე. ეროვნულ გუნდში პირველად გამოძახებულმა ფეხბურთელებმა პირველი სანაკრებო შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრეს.
ქვეყნის მთავარ გუნდში ყოფნა დიდ სიხარულთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა. ყველაზე ბედნიერი და ამაყი ვიყავი, როდესაც ოთახში ჩემი სახელობითი დროშა დამხვდა.
ჩემი საფეხბურთო კარიერის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ნაწილობრივ შესრულდა და ეროვნულ გუნდში ვარ. ახლა კი, მთავარი მიზანი სანაკრებო დებიუტია, რასაც მოუთმენლად ველი“.
ლუკა გადრანი: „მოხარული ვარ სანაკრებო გამოძახებით. ამისთვის ვშრომობდი და დამიფასდა, მომეცა შანსი გამოვადგე ჩემს ეროვნულ გუნდს.
ეს ჩემი პირველი ნაბიჯებია ნაკრებში და დიდი სურვილი მაქვს, რომ კარიერის ბოლომდე გამოვადგე ჩემს ქვეყანას. იმედი მაქვს წარმატებით დავიწყებთ ერთა ლიგის ახალ გათამაშებას და გავიმარჯვებთ მოახლოებულ მატჩებში. ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის, რაც შემიძლია ყველაფერს გავიღებ“.
საბა გოგლიჩიძე: „ნაკრებში შესანიშნავი გარემოა. ბიჭები ძალიან თბილად დამხვდნენ. მიხარია და გაოცებულიც კი ვარ იმით, რაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოხდა ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და უფრო მეტის იმედი მაქვს.








