2 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოში, სექტემბრის შეკრების პირველ დღეს მსუბუქად, არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ალბანეთის ეროვნული გუნდი იქნება.
მოახლოებულ მატჩებთან დაკავშირებით ოთარ კიტეიშვილმა ისაუბრა:
ჩეხეთის ნაკრები ძალიან რთული მეტოქე იყო ევროპის ჩემპიონატზე. ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ველოდებით ბევრ ორთაბრძოლას და ჩაწოდებებს მათი მხრიდან. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ალბანეთშიც ძალიან რთული შეხვედრა იქნება. მაქსიმალური მზადყოფნა იქნება საჭირო იმისთვის, რომ კარგი შედეგით დავასრულოთ ეს შეხვედრები.








