რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე სტარტი აიღოსაქართველოს დრიფტის ჩემპიონატის 2026 წლის სეზონმა, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები იღებენ.
პირველი ეტაპის გამარჯებული გასული სეზონის ჩემპიონი, გიორგი გრიგალაშვილი გახდა — მან ფინალში მათე როჭიკაშვილი დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილი 2024 წლის ჩემპიონმა, ირაკლი შალიკაშვილმა დაიკავა.
საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის 2026 წლის სეზონი 5 ეტაპად ჩატარდება და მომდევნო შეჯიბრი 14 ივნისს გაიმართება. წინასწარი ინფორმაციით, მეორე ეტაპიდან ბრძოლაში სამი საქართველოს ჩემპიონი ჩაერთვება: გუგა კირვალიძე, მევლუდ მელაძე და გიორგი სარიშვილი.








