საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში გაიმართა შეხვედრა იმერეთის რეგიონიდან შეჯიბრებაში მონაწილე სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან.
ფესტივალში მონაწილე იმერეთის რეგიონის სპორტსმენების მზადების პროცესი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ოლიმპიურ ჩემპიონს ლერი ხაბელოვს, პირველ ვიცე-პრეზიდენტს, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს ელგუჯა ბერიშვილს და სეოკ-ის გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს გააცნო სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რევაზ რობაქიძემ.
იმერეთის რეგიონში ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის, სპორტული ფედერაციების და სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ორგანიზებით და ადგილობრივი თვითმართველობის და სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით რეგიონალური შეჯიბრებები უკვე დასრულდა, ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალურ ეტაპზე რომელსაც ბათუმი 2-6 ივნისს უმასპინძლებს, იმერეთის რეგიონი სრული შემადგენლობით - სპორტის 17-ვე სახეობაში იქნება წარმოდგენილი.








