საქართველო VS ალბანეთი - ყველა ბილეთი გაყიდულია

ბილეთების შეძენა გულშემატკივრებს დღეს, 12:00 საათიდან ონლაინ შეძლოთ.
უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის მეოთხე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ალბანეთის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს. მატჩი 14 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან.
2 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 6 ქულით პირველ ადგილზეა.
შეგახსენებთ, ჩვენმა გუნდმა ჩეხეთს და ალბანეთს სძლია. საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს უკრაინას პოლონეთში ეთამაშება, 14 ოქტომბერს კი ალბანეთს მიხეილ მესხზე უმასპინძლებს.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია







