2024 წლის 11 სექტემბერს, თბილისში, მზიურის პარკში არსებულ მასტერ ლიგა არენაზე, სტარტი აიღო ა(ა)იპ 7x7 ფეხბურთის ასოციაციის, ა(ა)იპ სოკა ჯორჯია ფეხბურთის და International socca federation-ის ერთობლივმა საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატმა Socca Gran Prix 7.
ჩემპიონატში 13 ქვეყნის 16 გუნდი გუნდი იყო ჩართული. მათ შორის ოთხი ქართული გუნდი, საიდანაც სამმა მათგანმა გადალახა ჯგუფური ეტაპი. თბილისის მერია კი ასპარეზობას გამოეთიშა.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ჩემპიონატის ფავორიტებს შორის არიან ქართული CROSTY, ესპანური EUSKADI F7, უკრაინული MC SARMAT, ომანური ALHARA, ბელგიური SPORTING CARPATHIANS.
ჩემპიონატის მეოთხედფინალები 14 სექტემბერს, 11:00 საათიდან, მასტერ ლიგა არენაზე გაიმართება. ხოლო საღამოს, 20:00-21:00 საათზე, ნახევარფინალური ეტაპი გველოდება, სადაც ფინალისტები გამოვლინდებიან.
საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატი Socca Grand Prix 7 წარმოადგენს International Socca Federation-ის (ISF) და Socca Georgia Football-ის ერთობლივ პროექტს. მემორანდუმის ფარგლებში, როგორც ადგილობრივი ორგანიზატორი, ჩართულია ა(ა)იპ 7x7 ფეხბურთის ასოციაცია.
ჩემპიონატი ტარდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ბეთლაივის მხარდაჭერით.
მესამე სათამაშო დღის შედეგები ასეთია:
ჯგუფური ეტაპის საბოლოო ცხრილი:
პლეიოფები: