ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი და დინამო თბილისის ამჟამინდელი მწვრთნელი თემურ ქეცბაია კვარას ოქროს ბურთის შანსებს La Gazzetta Georgia-სთან აფასებს.
"ყველას გვინდა, რომ კვარა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბურთის მფლობელი გახდეს. როცა ასეთ დიდ ტურნირზე (ჩემპიონთა ლიგა) საუკეთესო ხდები. მიმაჩნია, რომ ოქროს ბურთის ფავორიტებში ლიდერი უნდა იყოს და იმედია, ასეც მოხდება", - განაცხადა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერსაა ჩანიშნული, კვარა 30 ნომინანტს შორის ოფიციალურად მოხვდა.












